ჩანაწერი
Laravel
დასამდაბლებელი (ერის)
ცასაც არ ჰქონია ყველას ემპათია,
თუმცა მის ხელთაა ყველა ზნე და წესი;
სულის შემგინებელს აღარ ეპატია,
ხორცით, მოტაცებულ, გმობა ევროპესი; -
თუმც წარსულის მითებს მოეკიდა რული,
მაინც მისი სისხლი უფრო ქართულია
და "რაც ხარისათვის არის აკრძალული, -
იუპიტერისთვის ნებადართულია"...
...თუ არც საცრემლოზე შეგიკრია ტივი
და ვერც ოქროს ვერძი შეაჯახე "არგოს," -
კარგად შეინახე შენი კრეატივი,
შენი ქართველობაც არსად დაგეკარგოს...
13.06.2019.
თუმცა მის ხელთაა ყველა ზნე და წესი;
სულის შემგინებელს აღარ ეპატია,
ხორცით, მოტაცებულ, გმობა ევროპესი; -
თუმც წარსულის მითებს მოეკიდა რული,
მაინც მისი სისხლი უფრო ქართულია
და "რაც ხარისათვის არის აკრძალული, -
იუპიტერისთვის ნებადართულია"...
...თუ არც საცრემლოზე შეგიკრია ტივი
და ვერც ოქროს ვერძი შეაჯახე "არგოს," -
კარგად შეინახე შენი კრეატივი,
შენი ქართველობაც არსად დაგეკარგოს...
13.06.2019.
Laravel
კომენტარი
0