ჩანაწერი
Laravel
L-IBER
დიდების ფრესკებს ქერობინი ჩამოხსნის ზეწარს...
ჯერაც წამოთქვამს ეს საწუთრო: -
„UMBRAS ET PULVIS!..“ -
გლადიატორთა, როს ამორფულ პროფილებს ძერწავს
მატადორთაგან, მქუხარებით კოლოსეუმის...
და იქვე, როგორც ელვის ბრჭყალით მოთხრილი განძი,
ნიბელუნგების, ნისლოვანი, ბნელი მიწიდან,..
აღეტყინება ზნე, საცისკრო ცეცხლივით ანცი, -
იმ საქციელით, კეისართა გულს რომ ძიძგნიდა...
დავინდე ტორო და „წავაგე“ ჩემი კორიდა,..
შეგუბდა ბრბო და რისხვით მმარხავს:-
"HOMO NO(N) GRATO!..“
ვიღაც შეშლილი, იმპერიის ოქროს ყორიდან,
ზოდებს მიშენს და მეღიმება:
- არა ვარ მარტო!..
მეტამორფოზებს მეტაფორის ამკობთ სიგელი...
არავის უკვირს, ხარს თუ ომში ლომი ერევა,
გვირგვინზე უფრო განადიდებს მეფეს სიქველე,
მწუხარე რაინდს - ხმალზე მეტად ლმობიერება!..
11. 08. 2016 წ.

კომენტარი
0