ჩანაწერი
Laravel
ბიბლიოთეკაში
დაგვეკარგა ალიოშა
წიგნთა ვაკხანალიაში...
მწერლობისთვის ვპოვეთ მზია, -
უყვარს პროზა-პოეზია. -
მოსწონს ჭარბი მაკიაჟიც,
ისტორიოგრაფიაში...
დაუჯერე თუ გითითებს,
ქსენოფონტს და თუკიდიდეს!.. -
ვიწრო ცოდნის მოპედია
ვრცელი ენციკლოპედია!.. -
ცრუ და "დიდი" მოლოქია
ყველა იდეოლოგია!
იმ თაროსთან ციურია, -
მისტიფიკაციურია...
"შემოფრინდა" ზურას თეფში
მისტიკოსთა სურათებში...
სიბრძნეს რეპავს "ოშოს" რეპით,
ჩემგან ცოტა მოშორებით...
აებურდა სოფოს სია:
- ყველა ფილოსოფოსია... -
აზრი, რაც კი ლამაზია,
სულ დალაი-ლამასია...
მთელ საწიგნეთს გაებუტა -
"ბროლის ბუ" და "ოქროს ბუდა"...
ნია, წიგნის პირანია,
ირონიის ტირანია,..
ენას იჩლექს: - ლაო ძია?(!) -
აგე ბრძენი "ლაო-ძია!.." -
- აქაც კიდევ სულ სხვა ძია. -
მთას რომ დასდევს ის კაცია...
ჩაერია ჩვენი პისტი:
- ეგ არისო ალპინისტი!..
ამას ნეტა დრამა თუ რგებს?-
ბრაზით ფურცლავს დრამატურგებს...
მოდის როგორც "ოდისეა,"
კანტის წიგნით - ონისეა,
საწიგნეთის ამბობს დაცვა: -
რაღა დარჩა, რომ თქვას კაცმა?
- გაძარცვული ბიბლია და
ბიბლიაში მარტო "ჯვარცმა!.."
19.08.2017
წიგნთა ვაკხანალიაში...
მწერლობისთვის ვპოვეთ მზია, -
უყვარს პროზა-პოეზია. -
მოსწონს ჭარბი მაკიაჟიც,
ისტორიოგრაფიაში...
დაუჯერე თუ გითითებს,
ქსენოფონტს და თუკიდიდეს!.. -
ვიწრო ცოდნის მოპედია
ვრცელი ენციკლოპედია!.. -
ცრუ და "დიდი" მოლოქია
ყველა იდეოლოგია!
იმ თაროსთან ციურია, -
მისტიფიკაციურია...
"შემოფრინდა" ზურას თეფში
მისტიკოსთა სურათებში...
სიბრძნეს რეპავს "ოშოს" რეპით,
ჩემგან ცოტა მოშორებით...
აებურდა სოფოს სია:
- ყველა ფილოსოფოსია... -
აზრი, რაც კი ლამაზია,
სულ დალაი-ლამასია...
მთელ საწიგნეთს გაებუტა -
"ბროლის ბუ" და "ოქროს ბუდა"...
ნია, წიგნის პირანია,
ირონიის ტირანია,..
ენას იჩლექს: - ლაო ძია?(!) -
აგე ბრძენი "ლაო-ძია!.." -
- აქაც კიდევ სულ სხვა ძია. -
მთას რომ დასდევს ის კაცია...
ჩაერია ჩვენი პისტი:
- ეგ არისო ალპინისტი!..
ამას ნეტა დრამა თუ რგებს?-
ბრაზით ფურცლავს დრამატურგებს...
მოდის როგორც "ოდისეა,"
კანტის წიგნით - ონისეა,
საწიგნეთის ამბობს დაცვა: -
რაღა დარჩა, რომ თქვას კაცმა?
- გაძარცვული ბიბლია და
ბიბლიაში მარტო "ჯვარცმა!.."
19.08.2017
Laravel
კომენტარი
0