შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

დედოფალი

დედოფლის გაქვს შენ სახელი,
დედოფალს ჰგავხარ თავადა
შენგან ნაწყენი ჯანმრთელი
კვდება ან ხდება ავადა...
მომაკვდავს, გაკვრით ნაქებსა
სიცოცხლის მომეც სურვილი
ანკარა წყაროს დამლევსა
შენით მომიკალ წყურვილი
მზედ იქეც ჩემთვის ღამითა
ცხოვრებას მიეც ფერები,
ვინ გხატა ჩემთვის კალმითა
ნეტავ მანახა ხელები
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →