ჩანაწერი
Laravel
მაგნოლია
შედგენილ სიებს ამოწმებს ვფიცავ
დროა მკვლელობის და დროა განშორების
ფირზე დატანილ პეიზაჟს ვიცვამ
ერთი ფინალია ყოველ განშტოების
ვიწრო ბილიკია შენი განსაცდელი
გზად კი სიმარტოვის გრძელი სტროფებია
ხვეტავ საფეხურებს მაგრამ ვერას ხდები
ისევ სონეტების ძველი ნოტებია
უცხო დარვიშების გუნდში გაერევი
მუქი საფარი და მწკრივში მაგნოლია
წამით შეგაფხიზლებს ზალპი ქვემეხების
იქაც არ მიგიღეს,რწმენა არ გქონია
მოსჩანს ჰორიზონტი,ტალღებს აჰყოლილი
მოსჩანს ნანგრევები ძველი ხომალდების
თვალწინ გესახება თითქოს დასასრული
გზად კი ქარბუქი და ეკალ-ბარდებია
მზერა შეხვედრების
გახდა უსახური
იწვის სიები და ჭკნება მაგნოლია
დ.
დროა მკვლელობის და დროა განშორების
ფირზე დატანილ პეიზაჟს ვიცვამ
ერთი ფინალია ყოველ განშტოების
ვიწრო ბილიკია შენი განსაცდელი
გზად კი სიმარტოვის გრძელი სტროფებია
ხვეტავ საფეხურებს მაგრამ ვერას ხდები
ისევ სონეტების ძველი ნოტებია
უცხო დარვიშების გუნდში გაერევი
მუქი საფარი და მწკრივში მაგნოლია
წამით შეგაფხიზლებს ზალპი ქვემეხების
იქაც არ მიგიღეს,რწმენა არ გქონია
მოსჩანს ჰორიზონტი,ტალღებს აჰყოლილი
მოსჩანს ნანგრევები ძველი ხომალდების
თვალწინ გესახება თითქოს დასასრული
გზად კი ქარბუქი და ეკალ-ბარდებია
მზერა შეხვედრების
გახდა უსახური
იწვის სიები და ჭკნება მაგნოლია
დ.
Laravel
კომენტარი
0