შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

წვიმიანი ღამე მინდა

წვიმიანი ღამე მინდა, სიყვარული მწყურია.
ჩემი გრძნობა ჩემსავით მარტოა და ჩუმია.
წვიმიანი ღამე მინდა, წვიმა კოკისპირული.
სიყვარულის განცდა მინდა, სიყვარულის ღვთიურის.
წვიმიანი ღამე მინდა, სეირნობა ქუჩებში,
შენი თბილი ხვევნა მინდა და შეგრძნება ტუჩებში.
წვიმიანი ღამე მინდა, რომელიც არ გათენდა,
წვეთი ზეცას მოსწყდა და ჩემი ლექსი დასველდა.
ჩემი რითმიც დასველდა,
შენზე ფიქრებს დასდევდა
და როდესაც იჭერდა,
წამში ლექსად გიწერდა.


11.01.20
დავით მარგიევი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →