შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

უნარი

უნარი თუ გაქვს რომ მოსპო
სამშობლოს მტერი ბოროტი,
ვისგან გჭირდება დასტური
ვინ გითხრას მიდი ბოლომდის.

ნუ ელოდები ტაშის კვრას,
ჯილდოს და ქება დიდებას
მიდი აკეთე ეს საქმე
ქვეყანას დაცვა სჭირდება.

ალბათ ვიღაცა მოგბაძავს,
ვიღაც კი ლაფში ამოგსვრის,
ნუღარ იფიქრებ ამაზე თუ
საქმე კარგად გამოგდის.

დავით კვარაცხელია
2017 წ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →