შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მეგობრულად ნათქვამი

თავისით უნდა მოვიდეს
ფიქრი, რითმა და ლექსები
აბა შეკვეთით დაწერილს
არც აზრი აქვს არც ეფექტი.

რატომ წერთ ლექსებს უამრავს
რატომ დაღალეთ მკითხველი,
სჯობს უფრო მეტი იფიქროთ
აზრი ჩადოთ და რითმები.

რთული ფრაზების რახარუხს
ვხედავ ლექსებში მალიმალ,
ფილოსოფოსის მანტიის მოსხმა
სურთ ალბათ ამრიგად.

ლექსს მაშინ ააქვს ეფექტი
თუ მკითხველის ყურს დაატკბობს
თუ გამოცანად იქცევა
მკითხველს ნამდვილად დააფრთხობს.

დავით კვარაცხელია.
2026 წ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →