შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ქარი

ახლა ღამეა — სამარისებრი,
და ქარი იშვა, როგორც ოცნება:
ქარი — ობოლი, როგორც სამოთხე,
ქარი — უკვდავი და პოეზია.
პოეტობს ქარი, როგორც სიზმარი,
მეფედ ასული ბუნების ტახტზე;
და ელავს მასში, გადახატული —
ჩემი ოცნების ფერთა სიმრავლე.
დე, გამასვენოს ქარმა ფოთლებად,
ვით შემოდგომის დღეებს — ზამთარი...
ოღონდ დამირჩეს მძაფრ მოგონებად —
ქარი — ამ ღამის დაუვიწყარი!
პოეტობს ქარი, როგორც სიზმარი,
მეფედ ასული ბუნების ტახტზე;
და კვდება მასში დაუძინარი —
ოცნება შორი, როგორც წარსული...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →