შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ისე

უკვე აღარ ვწერდი
მე ლექსის სტრიქონებს ,
რატომ? არ ვიცი უბრალოდ ისე,
ახლა კი შენ გიძღვნი,
გრძნობები მიხმობენ
და ესეც არ ვიცი,
ან ესეც ისე,
შენს თვალებს ვხედავდი ,
თაფლისფერ მიმოზებს
გრძნობებით შეიპყრეს
ჩამძირეს ისევ ,
თმებზე გეხებოდი
ყურს უკან გიწევდი
და ესეც უბრალოდ მომწონდა ისე,
სახეს გეხებოდი და
ვგრძნობდი სინაზეს
ძალიან მოსწონდათ
ჩემს თითებს ისეთს ,
არასდროს ვიყავი მეტად ბედნიერი
როცა ვიგრძენი
მაგ ტუჩის სისქე,
თვალები, ტუჩები
და შენი კანი ,
მე შემიყვარდა
და ესეც ისე ,
არასდროს ვიყავი
ასეთი შეშლილი
და წერას ვიწყებ
ისევ და ისევ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →