შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ვინ დამითვლის

M.Grant 6 თვის წინ
მე ვინ დამითვლის უიმედოდ გატყორცნილ სიტყვას
უმისამართოდ ქარწაღებულ გაკრულ წერილებს
შენი თვალების გაელვებას , ადევნილ
სიზმარს
გრძნობაჩაკლული აღელვებით დამსხვრეულ ჭიქებს

მე ვინ დამითვლის შენს ძებნაში გათელილ ავდარს
თებერვლის სულში გადატეხილ სისხლისფერ ღამეს
ყელში მომდგარი დაფლეთილი ფიქრების
გავლას
შენს მოლანდებას , მთვარის შუქზე არეკლილ სახეს

მე ვინ დამითვლის გაზაფხულზე მოხეთქილ ზამთარს
სულგაყინული მწუხარებით წარმოთქმულ ლოცვებს
მე ვინ დამითვლის ეშმაკების შეჩენილ თავზარს
ან ვინ დამითვლის შენს ფიქრებში ჩაქოლილ ბოდვებს

ვიცი დადგება ეპიზოდი ამ ტანჯვის
ბოლოს
როცა გასცდება მწუხარება დროჟამის სარტყელს
ვიცი მომძებნის მრისხანება სიცოცხლის ბოლოს
და მასთან ერთად მივაკითხავ ქვესკნელის გამგეს
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →