ჩანაწერი
Laravel
ყველგან გეძებე
თავსხმა მორეული ჩემი საზრუნავი
სეტყვად დატეხილი შენზე ფიქრებია
მძიმედ მოსეირნე გატეხილი ლანდი
შენთვის საძებლენად ნიავს შეერია
სად არ გეძებე და სად არ დავიარე
სად არ ვიწვიმე და ნისლად ჩამივლია
სეტყვაც მოვირგე და მთვარის ანარეკლიც
იქნებ რომელიმე მაინც შეგემჩნია
უკან დაიხია ისევ მზის სხივებმა
აი ისევ ღამე მოდის სანუგეშოდ
შენზე ვერაფერი დღემდე ვერ ვუამბე
სიტყვა არ შემომრჩა ერთი სანუგეშო
თავსხმად დატეხილი ჩემი საფიქრალი
სიტყვებს ვერ აგროვებს ბაგეს გამოეყოს
აზრებს მოკლებული ჩემი განთიადი
სანამ გადატყდება იქნებ გადამთელოს
სად არ გეძებე და სად არ დავქროლე
სად არ ვიწვიმე და ნისლად ჩამივლია
იქნებ შენ იყავი ყველა ვარდის გაშლა
მაგრამ ბედისწერამ კვალი ამირია
სეტყვად დატეხილი შენზე ფიქრებია
მძიმედ მოსეირნე გატეხილი ლანდი
შენთვის საძებლენად ნიავს შეერია
სად არ გეძებე და სად არ დავიარე
სად არ ვიწვიმე და ნისლად ჩამივლია
სეტყვაც მოვირგე და მთვარის ანარეკლიც
იქნებ რომელიმე მაინც შეგემჩნია
უკან დაიხია ისევ მზის სხივებმა
აი ისევ ღამე მოდის სანუგეშოდ
შენზე ვერაფერი დღემდე ვერ ვუამბე
სიტყვა არ შემომრჩა ერთი სანუგეშო
თავსხმად დატეხილი ჩემი საფიქრალი
სიტყვებს ვერ აგროვებს ბაგეს გამოეყოს
აზრებს მოკლებული ჩემი განთიადი
სანამ გადატყდება იქნებ გადამთელოს
სად არ გეძებე და სად არ დავქროლე
სად არ ვიწვიმე და ნისლად ჩამივლია
იქნებ შენ იყავი ყველა ვარდის გაშლა
მაგრამ ბედისწერამ კვალი ამირია
Laravel
კომენტარი
0