ჩანაწერი
Laravel
გარიყულები
რა ვქნა ვერ იტევს ეს ქაღალდი ჩემს აფეთქებას
რა ვქნა არ ჰყოფნის განცდის მორევს
სიტყვის მარაგი
როგორ გინდა რომ ასე მშვიდად ასე
მარტივად
ბედს შევაგუო აღელვება ცამდე
მართალი
რა ვქნა ლუკმა თუ არ გადამდის
გული არ მიშვებს
სასმისებს თუ არ გავაცალე
ყურძნის მტევანი
რა ვქნა თუ ფიქრი არ მასვენებს
არ მაზეიმებს
ობლად ხვდებიან შობის ღამეს
თავშესაფარში
რა ვქნა არ ჰყოფნის განცდის მორევს
სიტყვის მარაგი
როგორ გინდა რომ ასე მშვიდად ასე
მარტივად
ბედს შევაგუო აღელვება ცამდე
მართალი
რა ვქნა ლუკმა თუ არ გადამდის
გული არ მიშვებს
სასმისებს თუ არ გავაცალე
ყურძნის მტევანი
რა ვქნა თუ ფიქრი არ მასვენებს
არ მაზეიმებს
ობლად ხვდებიან შობის ღამეს
თავშესაფარში
Laravel
კომენტარი
0