შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

დაუტირებელი შოვი

M.Grant 1 წლის წინ
სულ-ჩამარხული შოვის გულზე ერმა დაუკრა !!!
ალბათ მეტყვით რომ იქ ვერავის ვეღარ შველიდით
ალბათ მეტყვით რომ აღარაფერს აზრი აღარ აქვს
ალბათ მეტყვით რომ თქვენ ვერაფერს ვეღარ შეცვლიდით
ალბათ მეტყვით რომ ყოველივე წარსულს ჩაბარდა
მე კი თქვენ გკითხავთ და პასუხი ისედაც ვიცი
კითხვას რომელსაც მგლოვიარე არასდროს გკითხავთ
რა პასუხს აძლევთ ოჯახიდან ცოცხლად დარჩენილთ ?
რას ზეიმობდით ? ორი ბავშვი კვლავ არ გვინახავს
თქვენ რომ ცეკვავდით და (დრაკონებს) ხმა ააყოლეთ
ამ დროს შვილისთვის ამზადებდა მამა შავ საფლავს
რაღა ერი ვართ ამის მერე რაღა მოგვარჩენს?
ორმოცი დღეც კი არ ვიგლოვეთ ჯიშის დაკარგვა !!!!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →