ჩანაწერი
Laravel
ანტონიმი
დაშლილი ქოლგა მიათრეს ქარებს
ცა მოკეცილი ქედებში ცურავს
მდინარე აღმა მიაპობს ტალღებს
მე კი სიცოცხლე მკვდარივით მსურდა
ნატყორცნი ტყვია გაურბის ირმებს
აქ მგლების ხროვა გაფატრა ცხვარმა
ნაგაზებს სძინავთ მწყემსი გზას უყეფს
თუ დარჩა რამე ? რაც წაღმა ბრუნავს
ასე თუ არის , ასე თუ რჩება
თუ გაზაფხული ზამთარი ხდება
მაშინ ვისურვებ რომ ისე გძულდე
როგორც ყვავილებს პეპლების ფრენა
ცა მოკეცილი ქედებში ცურავს
მდინარე აღმა მიაპობს ტალღებს
მე კი სიცოცხლე მკვდარივით მსურდა
ნატყორცნი ტყვია გაურბის ირმებს
აქ მგლების ხროვა გაფატრა ცხვარმა
ნაგაზებს სძინავთ მწყემსი გზას უყეფს
თუ დარჩა რამე ? რაც წაღმა ბრუნავს
ასე თუ არის , ასე თუ რჩება
თუ გაზაფხული ზამთარი ხდება
მაშინ ვისურვებ რომ ისე გძულდე
როგორც ყვავილებს პეპლების ფრენა
Laravel
კომენტარი
0