ჩანაწერი
Laravel
პატარა სათხოვარი
თუ სამშობლოში არ დავიმარხე
არცერთ სხვა მიწას არ მიმაბაროთ
დამწვით და ფერფლი ქარში გაფანტეთ
იმ ქარს მე ვეტყვი სად გამიტაცოს
ვცხოვრობდი ,ვცხოვრობ აწიც ვიცხოვრებ
მხოლოდ სამშობლოს ნატვრას ვიტოვებ
თუ სხვაგან ყოფას ჰქვია სიცოცხლე
მე შინ წავალ და მკვდარი მიწოდეთ
არ მინდა ვიყო ბევრის მთხრობელი
მაგრამ არც სხვისი მიწის მთხოვნელი
იქ ჩემს სოფელში ჩემს მუხის ძირას
ვით ბებოს კალთას მოვესვენები
თუ სამშობლოში არ დავიმარხე
არცერთ სხვა მიწას არ მიმაბაროთ
არ მინდა მიწა სხვისი მარადისს
ან თუნდაც წამით გულზე მეყაროს
არცერთ სხვა მიწას არ მიმაბაროთ
დამწვით და ფერფლი ქარში გაფანტეთ
იმ ქარს მე ვეტყვი სად გამიტაცოს
ვცხოვრობდი ,ვცხოვრობ აწიც ვიცხოვრებ
მხოლოდ სამშობლოს ნატვრას ვიტოვებ
თუ სხვაგან ყოფას ჰქვია სიცოცხლე
მე შინ წავალ და მკვდარი მიწოდეთ
არ მინდა ვიყო ბევრის მთხრობელი
მაგრამ არც სხვისი მიწის მთხოვნელი
იქ ჩემს სოფელში ჩემს მუხის ძირას
ვით ბებოს კალთას მოვესვენები
თუ სამშობლოში არ დავიმარხე
არცერთ სხვა მიწას არ მიმაბაროთ
არ მინდა მიწა სხვისი მარადისს
ან თუნდაც წამით გულზე მეყაროს
Laravel
კომენტარი
0