შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ნიღბები

M.Grant 1 წლის წინ
შენ ითხოვ რომ ვიყო ნამდვილი
ვიცი რომ სიყალბეს ვერ იტან
მე კი ვარ შავფარდა ახდილი
არც მახსოვს ნამდვილი ჩემი ხმა

შენ ფიქრობ რომ შენთვის შევქმენი
ასეთ როლს , ხასიათს რომ ვირგებ
არა ! და იცოდე რომ სცდები
ეს მე თავს , ჩემს თავს ვარიდებ

არ მომწონს შფოთვები განცდილი
არ მომწონს შიში რომ გამივლებს
არ მომწონს არ მომწონს არ მომწონს!
არ მომწონს ბრაზი რომ მამშვიდებს

შენ ითხოვ რომ ვიყო ნამდვილი
ვიცი რომ სიყალბეს ვერ იტან
მაგრამ მე სარკესთან დაშლილი
საკუთარ ანარეკლს ვერ ვიტან
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →