შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მერე რა ისევ თუ გამყიდიან

M.Grant 1 წლის წინ
მე მუდამ ვფირობ ადამიანზე
ალბათ ერთიორს თუ შევხვედრილვარ
დღემდე ვინახავ თუ რამ გამანდეს
თუ რამ მითხრეს თუ წამოსცდენიათ

მე ჩავყოლილვარ ფიქრებს ფსკერამდე
მაგრამ არცერთხელ არ დავრჩენილვარ
და ვუცემივარ სევდას დილამდე
მაგრამ არც ტკივილს არ გავქევივარ

რა ვქნა არ მაფრთხოვს რაც გამოვცადე
და მითუმეტეს რაც არ მიცდია
თუ სადმე რამე ვინმეს მივანდე
თითქმის იმდენჯერ ქარს წაუღია

რა ვქნა არ ვნანობ რაც გადავტეხე
რაც უკან სილად მომბრუნებია
მე კვლავ ვენდობი ადამიანებს
მერე რა ისევ თუ გამყიდიან
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →