შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

საკუთარ თავთან

M.Grant 1 წლის წინ
არასდროს მქონდა , ბუნება მშვიდი
მდუმარებაშიც , ვყიოდი თითქოს
აქ დღეც არ იყო , არცერთი თბილი
და არც ზამთარი იკლებდა თითქოს

არასდროს მქონდა , სიზმარი ტკბილი
ჩაძინებულსაც , მღვიძავდა თითქოს
აქ ხსნაც არ იყო სამარის იქით
და არც ლოცვაში , მისმენდნენ თითქოს

არასროს მქონდა , ხედვები გიჟის
გადარეულიც , ვხვდებოდი თითქოს
რომ ეს არ იყო , სამყარო მშვიდის
და ამიტომაც , გავგიჟდი თითქოს

მაგრამ , არასდროს მქონია შიში
ეს იარებიც , მავსებენ თითქოს
როგორც ბეღურა გაზაფხულს , ვიცდი !
მაგრამ , ყოველდღე თავიდან მითოვს

შეგრძნება მქომნდა , შეგრძნება იმის
რომ ყველაფერი ფარსია თითქოს
მაგრამ ყოველთვის ვიცოდი ისიც
რომ დანებებას ,სიკვდილი მიჯობს
Laravel

კომენტარი

2
გიორგი სიხარულიძე
კარგი, გულიანი ლექსები გაქ, წერა გააგრძელე❤
მადლობა მეგობარო 🙏
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →