შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

წარსულის ხიბლი

რა საოცარი ხიბლი აქვს წარსულს,
არცა სიცხადის და არცა ზღაპრის,
რა საოცარი გრძნობაა ამ დროს,
როცა გულისხმა აგიშლის წადილს;

მამულის მადლთან თანაშეზრდილი,
ასე სათუთი და სახსოვარი;
წამები მუდამ ხალისიანი,
ბებრის სითბოთი ნაამაგარი;

ბავშვობის თემის ფოლიანტებში
მიმოფანტული უდარდელ ხმებად,
სიძველის შტრიხის მკრთალ საბურველში
გარდასახული მოგონებებად!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →