შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

გაზაფხულები

მე ეს ტკივილი საიდან მომყვა,
ჩვეულ განცდებთან დაშორისების?
გაზაფხულებმა მაწვიმეს სევდა
სიყვარულისფრად ნასაზრდოვები!

დამიყოლიებს ქალის მანდილი,
უნაზეს შვების თავსაბურავი.
გავდიადდები როგორც დავითი,
სატრფოს მუხლებთან ჩანაჩოქები!

დამნისლავს თეთრი ნათების ცვილით,
ასე ეულად ვერ მიპატიებიებს.
თრთოლვით მოსული სათნო სურნელი
წყვილის მარყუჟით გამიყოლოებს!

ქროლვით ნაბერი სათუთი სიო
დაუდევრობით მიფანტავს ფიქრებს,
შენეულობის მოხელთილ სითბოს
მრავალ მათგანში გამიბნევს ისევ!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →