შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ღამემ მომთენთა

ღამემ მომთენთა, უსიზმრო ღამემ
ახლოსაც არ გამიკარა,
მე მარტოობას შვებას ვადარებ _
ამღვრეულ დროში წამი ანკარა.

ხორბლის მინდორთა ვრცელმა საუნჯემ
ცელის სიშიშვლე აიოქროვა,
ღამე შენს სიზმარს პეპლებს დაუჭერს,
დილამ მოთიბა ვარსკვლავთა ხროვა.

სათიბებს ნატვრა გადავაკარი,
როგორც ჭერამი მზეს იკრავს დღე-დღე,
ასე ჭერამდე მოვრთე სახლკარი,
მომენატრე და კვლავ მოვითენთე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →