შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

გუბეში დღე ჩანს

გუბეში დღე ჩანს, ავდარი ქშინავს,
ზეცის ანარეკლს დავადგი ტერფი,
ვიცი, რომ ლექსში მზეს ვამბობ ხშირად,
ვიცი, რომ ხშირად მთვარეებს ვეტრფი.

ვიცი, რომ აღარ მომიწევს მოცდა,
ვიდრე მუსიკა ბგერას მოისხამს,
იანვრის დილამ პირობა მომცა,
მოამინანქრებს ფიფქს და ბროლის ხმას.

ასე მომმადლებს სიმრავლე დღე ერთს,
მარადისობას დრო ეზიარა
და რა სჯობია ლექსებში მზეებს,
მზე ხომ თვითონვე პოეზიაა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →