ჩანაწერი
Laravel
მონატრების სევდა
როცა გულში აინთება
მონატრების ცეცხლი მწველი,
როცა თვალსაც გაანათებს
მარგალიტი ოღონდ სველი,
გვახსენდება ყოველივე,
რაც კი მოხდა, მიილია,
რამაც სულში ჩაგვისახლა
მონატრების ურცხვი ჭია,
აუხდენელ ოცნებებად
დარჩა ბევრი მოგონება,
დამიტოვა შენგან მხოლოდ
სევდიანი ლურჯი მზერა,
მარტოობით გათანგულმა
მონატრებამ იგრძნო სევდა,
ამას იქით სინანული,
დაუნდობლად მას, თან სდევდა.
მონატრების ცეცხლი მწველი,
როცა თვალსაც გაანათებს
მარგალიტი ოღონდ სველი,
გვახსენდება ყოველივე,
რაც კი მოხდა, მიილია,
რამაც სულში ჩაგვისახლა
მონატრების ურცხვი ჭია,
აუხდენელ ოცნებებად
დარჩა ბევრი მოგონება,
დამიტოვა შენგან მხოლოდ
სევდიანი ლურჯი მზერა,
მარტოობით გათანგულმა
მონატრებამ იგრძნო სევდა,
ამას იქით სინანული,
დაუნდობლად მას, თან სდევდა.
Laravel
კომენტარი
0