ჩანაწერი
Laravel
ნიკოტინით გაჟღენთილი ოთახის ..
ნიკოტინით გაჟღენთილი ოთახის,
იატაკი პოეზიით მოსვრილი,
ვერლიბრები გავასწორე ცოტათი,
პროზა არის ამ საღამოს მომსვლელი!.
კედლებზეა ხაიამი გაკრული,
სურათებიც გამოვკიდე ფაუსტის,
ბუღი დადგა ამ ოთახში ქართული,
ახლა უკვე გალაკტიონს დავუცდი.
სასთუმალთან ახლოს დავდე გრანელი,
იატაკზე გადავარდა ჭილაძე,
ღამეს შენთვის გავათენებ ალბათ ლი,
პოეზიას დავაყენებ ყირაზე.
იატაკი პოეზიით მოსვრილი,
ვერლიბრები გავასწორე ცოტათი,
პროზა არის ამ საღამოს მომსვლელი!.
კედლებზეა ხაიამი გაკრული,
სურათებიც გამოვკიდე ფაუსტის,
ბუღი დადგა ამ ოთახში ქართული,
ახლა უკვე გალაკტიონს დავუცდი.
სასთუმალთან ახლოს დავდე გრანელი,
იატაკზე გადავარდა ჭილაძე,
ღამეს შენთვის გავათენებ ალბათ ლი,
პოეზიას დავაყენებ ყირაზე.
Laravel
კომენტარი
0