ჩანაწერი
Laravel
მელოდებიან სხვები
ამჟამად, მე ხელებ გაშლილს,
არსად და არასდროს მელი,
ვუყურებ ცხოვრებას წაშლილს,
და საგალობელს ვმღერი.
მე დავუბრუნდი ჩვეულ,
ზღვაში ჩაგდებულ ანკესს,
ვშლი დაძველებულ რვეულს,
და ვწერ "უთუოდ გაგვ - ყვეს.
ჩვენ დავიშალეთ ისე,
როგორც იშლება სახლი ,
ახლა გიმზერ და ცისფერ ,
ზეცას ვუყურებ გაკვრით.
ვამძიმებ მიწის ბელტებს,
სიარულით და ფიქრით,
ზოგჯერ ვაწვები კედლებს,
თითქოს და კედლების იქით,
მელოდებიან სხვები
არსად და არასდროს მელი,
ვუყურებ ცხოვრებას წაშლილს,
და საგალობელს ვმღერი.
მე დავუბრუნდი ჩვეულ,
ზღვაში ჩაგდებულ ანკესს,
ვშლი დაძველებულ რვეულს,
და ვწერ "უთუოდ გაგვ - ყვეს.
ჩვენ დავიშალეთ ისე,
როგორც იშლება სახლი ,
ახლა გიმზერ და ცისფერ ,
ზეცას ვუყურებ გაკვრით.
ვამძიმებ მიწის ბელტებს,
სიარულით და ფიქრით,
ზოგჯერ ვაწვები კედლებს,
თითქოს და კედლების იქით,
მელოდებიან სხვები
Laravel
კომენტარი
0