შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

შენი თვალები უმზერს ვარსკვლავებს

ჯერი ძუარი 7 წლის წინ
შენი თვალები უმზერს ვარსკვლავებს,
ვარსკვლავებში კი თავად შენახარ,
აუხდენლობით ისე მაწამებ,
როგორც სიბნელეს შუქის შენახვა.

შენი თვალები უმზერს ალუბლებს,
ალუბლებსავით ტკბილი რომ მყავხარ,
რავუყო ლექსებს მიმოფანტულებს,
ამ ლექსებსაც რომ შენკენ მოვყავარ.

ადამიანი „კაცი დარდები“,
გადაყოლილი სმას და სიყვარულს,
შენი არვიცი საით დარჩები,
მაგრამ მევხედავ შენსკენ მიმართულს

გზებსა და ისრებს, ბილიკს, ქვაფენილს,
მიმოფანტულან გზებიც ლექსივით,
მე ვხედავ ლექსებს გზებზე გაფენილს,
და ამ ლექსებში შენს თავს ჩაკეტილს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →