შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მინდა დედოფლის გვირგვინი გედგას

მინდა დედოფლის გვირგვინი გედგას



მინდა დედოფლის გვირგვინი გედგას,
საკურთხეველთან მე შენ მიმყავდე
და თუ არსებობს სიკვდილის შემდეგ
სიცოცხლე იქაც , მე შენ მიყვარდე.

მინდა ითოვოს ნუშის ყვავილმა,
შენს ოქროსფერ თმებს ზედ რომ ათოვდეს,
ხელი ჩაგკიდო, ჩემი ხელები
შენს ლამაზ თითებს ღამეც არ თმობდეს.

ზღვა ოცნებებში, ფიქრში, სიზმრებში,
საკურთხეველთან მე შენ მიმყავდი,
ჩემი სათქმელი, მე შენ მიყვარხარ,
სიტყვა როგორ ვთქვა,მე შენ მიყვარდი.

არსებობს ქალი! სხვა და არ ვიცი?
საკურთხეველთან მე რომ მიმყავდეს,
სხვას როგოე ვუთხრა ,მე შენ მიყვარხარ,
ერთი შენა ხარ, ვინც რომ მიყვარდწს.

მინდა დედოფლის გვირგვინი გედგას,
საკურთხეველთან მე შენ მიმყავდე,
ეგ სილამაზე ერთხელ მანახა,
შენი გულიდან ამომიყვანდე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →