შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

როგორ მიგახვედრო ჩემი სიყვარული

როგორ მიგახვედრო ჩემი სიყვარული


როგორ მიგახვედრო ჩემი სიყვარული,
შენკენ მოვისროლე ჩემი გულის ბადე,
მზესაც შერცხვენია თავის სილამაზის,
ვარსკვლავს უმღერია, შენ რომ დაიბადე.

მე შენს ნაფეხურებს როცა ავედევნე,
ვერც კი შემამჩნიე აპრილის ღამეში,
ქალო მოგაძახე მე შენ მიყვარხარო,
ამ ლექსის გარეშე მე როგორ გამეშვი.

როგორ მიგახვედრო ჩემი სიყვარული,
შენზე ფიქრებში რომ დღემდე მათენდება,
თითქოს ვერ მიმხვდარხარ, რატომ შემიყვარდი,,
და ეს ფიქრის ღამე დღესაც გათენდება.

კარგი ,,მებადური,, ყოველთვის თევზს დაიჭერს,
შენკენ მოვისროლე ჩემი გულის ბადე,
მზესაც შერცხვენია თავის სილამაზის,
ვარსკვლავს უმღერია შენ რომ დაიბადე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →