შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მაისიც მოვა

მაისიც მოვა


მაისიც მოვა ვარდების ბაღში,
დაათრობს ქალ-ვაჟს კვლავ სურნელება,
თუ მართლა გიყვარს, ერთხელ მაინც ღირს,
სიყვარულისთვის გასულელება.

განა აპრილში არ მეყვარები,
სიყვარული ხომ სულში იღვრება,
ვარდების ბაღში ის შესასვლელი,
გზა აპრილილიდან შემოიღება.

მაისისის თვემდე ზამთრის თვეები,
ცივ და სუსხიან დღეებს აწყობდა,
მე ხომ მჯეროდა ვარდის ფურცლები,
პატარძალივით გამოგაწყობდა.

მაისის თვეში რამდენმა ვარდმა,
იყვავილა და შენთან იხარა,
ვინ თქვა მაისში ვარდი რომ ხარობს,
,, პატარძალმა კი ვერ გაიხარა,, .

აპრილი გავა , მაისიც მოვა,
დაათრობს ქალ-ვაჟს კვლავ სურნელება,
თუ მართლა გიყვარს, ერთხელ მაინც ღირს,
სიყვარულისთვის გასულელება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →