შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სადმე არ გადაგეყარო

სადმე არ გადაგეყარო


სადმე არ გადაგეყარო,
ქალო, ჩეროში მძინარეს,
ის მაინც ხომ გაგიგია,
კაცი ზღვასავით მძვინვარებს.

რაც ლექსები მაქვს, გამოვშლი
და გამოვატან ქარსაო.
ყვავილს რომ სითბო სჭირდება,
ისე კაცსა და ქალსაო.

წყაროს წყალთანა მენახე,
შეისწორებდე თმასაო.
ცხოველიც მოგშტერებოდეს,
ვერ გაშორებდეს თვალსაო.

როგორ არ უნდა მიყვარდე,
ასეთი ნაზი არსება?
არ დაგაცადე წყაროზე,
ქალო, კოკურის ავსება.

დიაცო, შენი ჭირიმე,
თავს ნუ შეუშვერ ქვასაო,
ყვავილს რომ სითბო სჭირდება,
ისე კაცსა და ქალსაო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →