ჩანაწერი
Laravel
საკანი მეშვიდე
საკანი მეშვიდე
საპატიმროში სხვა რა უნდა მეკეთებინა,
ლექსს თუ დავწერდი — უსასრულო ფიქრი, ლოდინი.
მენატრებოდა შენს ბაგეზე ხელით შეხება,
დილის ნიავი, მზის ამოსვლა, შენი ლოგინი.
ოთხი კედელი, გისოსები, როგორც გალია,
ოთხი ზამთარი — სარკმელიდან გზისკენ გახედვა.
მესიზმრებოდა შენი თმები მხრებზე გაშლილი,
ზღვისფერ თვალებში, ქალბატონო, უხმოდ ჩახედვა.
თეთრი ქაღალდი, თეთრ ქაღალდზე შენი სახელი,
ვუმზერ მომავალს — ვერ ვუშველი განვლილს და აწმყოს.
ჰო, მესიზმრება საპატარძლო კაბა ხავერდის,
ალბათ, დრო მოვა, თეთრ კაბაში რომ გამოგაწყობ.

კომენტარი
0