შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ხვალე შეიძლება ზედ არ შემომხედო

ხვალე შეიძლება ზედ არ შემომხედ

ხვალე შეიძლება ზედ არ შემომხედო,
აღარც „გამარჯობა“ მითხრა — ვინა ხარო,
წლები შორიდან ჩუმად რომ მენატრები,
ნეტავ შენს სიყვარულს როგორ ვინახავო.

ბოლოს როდის გნახე — იყო დეკემბერი,
ზამთრის მოქსოვილი საბანი გვეხურა,
შენ ისე თრთოდი, როგორც გაწუწული,
წვიმაში მოყოლილი პატარა ბეღურა.

ბოლოს როდის გნახე — იყო ფანტელები,
ზამთარმა „ნახვამდისო“ — აპრილიც განახევრდა,
აპრილმა იმედები მარტივით გამიცრუა,
მეგონა, აპრილი შენს თავს მანახებდა.

მაგრამ წინ ჯერ კიდევ ორი კვირა დარჩა,
აპრილიც გავა — და რომელ თვეს ველოდო,
ხომ არ სჯობს, დღესვე სადარბაზოსთან,
საათი ორზე რომ დაგელოდო!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →