შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ვამბობ აღარ მიყვარსო და შენს სადღეგრძელოს ვსვამ

ვამბობ აღარ მიყვარსო და შენს სადღეგრძელოს ვსვამ


ვამბობ აღარ მიყვარსო და შენს სადღეგრძელოს ვსვამ,
რამდენი ჭიქაც დავლიე, იმდენჯერ გახსენე,
ღვინო მომეკიდა, დავითვერი, შემომხედე ,
სადღეგრძელოში შენი თავი მე გამახსენე.

ვამბობ აღარ მიყვარსო და როგორ დაიჯერე,
როცა უშენობით დღეები გაწელილია,
ლექსი წაგიკითხე, აგიწითლდა ჟღალი ლოყები,
რაც ლექსები მაქვს, ყველა შენზე დაწერილია.

ამბობ: „მიყვარხარო“ დაგიჯერე სიყვარული,
ეს სიყვარული ორივესთვის აკრძალულია,
ასეთ სიცოცხლეს რა ვუთხარი, მითხარი რამე ,
ჩემი გული ხომ შენს ბაღნარში დაკრძალულია.

ვამბობ: აღარ მიყვარხარო… არა, მიყვარხარო ,
რამდენი ჭიქაც დავლიე, იმდენჯერ გახსენე,
ღვინო მომეკიდა, დავითვერი, შემომხედე,
სადღეგრძელოში შენი თავი მე გამახსენე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →