ჩანაწერი
Laravel
რა ტკბილი იყო შენი ტუჩები
რა ტკბილი იყო შენი ტუჩები
დღესაც შენს სახლთან გამოვიარე,
როგორმე შენთვის თვალი მომეკრა;
გუშინ რომ ვნახე, მეც — მიყვარხარო,
ჩამეხუტა და მკერდზე მომეკრა.
ზღვაზე — ის ლურჯი, ზღვა ბობოქარი,
ეს გული ჩემი ისე მძვინვარებს;
შენთვის მეკოცნა რომ გადმოგხედე,
მთვარილივით თავი მოიმძინარე.
რა ტკბილი იყო შენი ტუჩები,
როგორც ზაფხულში მინდვრის მალინა;
მარტოს მიყვარდე ეს სიყვარული,
შევძლო ყველასგან დამემალინა.
ვერც რომ დავმალავ — როგორ მოვიქცე,
ჩემო ზღაპარო, ჩემო არაკო,
ხალხი გვიყურებს — ჩვენ სად წავიდეთ,
ჩვენს სიყვარულზე გელაპარაკო…
დღესაც შენს სახლთან გამოვიარე,
როგორმე შენთვის თვალი მომეკრა;
გუშინ რომ ვნახე, მეც — მიყვარხარო,
ჩამეხუტა და მკერდზე მომეკრა.
ზღვაზე — ის ლურჯი, ზღვა ბობოქარი,
ეს გული ჩემი ისე მძვინვარებს;
შენთვის მეკოცნა რომ გადმოგხედე,
მთვარილივით თავი მოიმძინარე.
რა ტკბილი იყო შენი ტუჩები,
როგორც ზაფხულში მინდვრის მალინა;
მარტოს მიყვარდე ეს სიყვარული,
შევძლო ყველასგან დამემალინა.
ვერც რომ დავმალავ — როგორ მოვიქცე,
ჩემო ზღაპარო, ჩემო არაკო,
ხალხი გვიყურებს — ჩვენ სად წავიდეთ,
ჩვენს სიყვარულზე გელაპარაკო…
Laravel
კომენტარი
0