შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ამ კარებიდან მამაჩემი აღარ შემოვა

ამ კარებიდან მამაჩემი აღარ შემოვა



ამ კარებიდან მამაჩემი აღარ შემოვა,
აღარ მოიტანს ღვინით
სავსე დაცვარულ სურებს,
არ ვუჯერებდი მოხუცებულს და ეხლა ვნანობ,
მამა, მე ხვალე როგორ დავხვდე ამ სახლში სტუმრებს.

ამ ოთახიდან მამაჩემი აღარ გამოვა,
რომ მეძახოდა ის ძახილი ყურებში ჩამრჩა,
დღეს მის ოთახში შევიხედე მაგიდა იდგა,
მამა კი არა,მაგიდაზე ჯამი და ჩამჩა.

ოჰ, ამ ეზოში მამაჩემი აღარ გაივლის,
ღვინო ჰყოფნიდა მოხუცებულს ჭიქა, სულ ათი,
მე სხვა რა დამრჩა ,მოგონება, ჩუმი ცრემლები,
და გაცრეცილი მამაჩემის კედლის სურათი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →