შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

გუშინ ბაბოშენმა ჯოხით გამომაგდო

გუშინ ბაბოშენმა ჯოხით გამომაგდო


გუშინ ბაბოშენმა ჯოხით გამომაგდო,
ქოქოლა დამაყარა, ქვა მომაყოლა,
ჩვენი სიყვარული ვინმესთან დამსვა და
თავიდან ბოლომდე, ერთხელ მომაყოლა

რაუნდა მეთქვა, ქვას მეც ხომ არ ვესროდი,
-მთვრალი ხარო, ღვინით პერანგი გიყარსო
და მე რა ვუთხარი, აბა თუ მიხვდები,
შენი შვილიშვილი მიყვარსო, მიყვარსო.

-სახლში არარისო,იქნებ დამიმალა,
კაი ბრაზიანი ბაბო ჩანდაო,
მე რომ წამოვედი, მერე გზაში მივხვდი,
სახლში იქნებოდი, შევნიშნე ჩანთაო.

მერე შენი გზიდან დუქან მივაშურე,
მედუქნემ მჟავესო, ღვინო მოაყოლა,
ჩვენი სიყვარული ვინმესთან დამსვა და
თავიდან ბოლომდე,ერთხელ მომაყოლა.

ფეხარეული დუქნიდან გამოვედი,
მედუქნემ ნახვამდისო, კარებში მომაყოლა,
სიმთვრალემ თავისი ქნა, ჩვენი სიყვარული,
ერთ დოქ ღვინოზე დუქანში მომაყოლა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →