შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

უპატრონო

უპატრონო


ზოგს ერთი ლუკმაც არა აქვს, რომ ერთჯერ დაპურდეს,
ნაგვის ურნაში იქექება, რა ქნას რომ შია,
თვალცრემლიანი შემოგხედავს ,ხელში გიყურებს,
იმაზე მეტი სოროში აქვს თაგვს ქერი, შვრია.

კაცმა არ იცის ბოლო ლუკმა როდის ატეხა,
ვაჰარალოა, ქეიფია, მაგიდებს შლიან,
როგორ მივიდეს, ერთი ლუკმა რომ მოითხოვოს,
სუფრასთან მისვლას ჩამოძონძილს ხომ დაუშლიან.

ნაგვის ურნაში საჭმლის ნარჩენს თაგვივით ეძებს,
ფიქრით დაღლილი ყურს დაუგდებს ფოთლების შრიალს,
ვაჰარალოა,ვერ გაიგებ ,ვინ , ვიღას უსმენს,
რამდენი არის ჩვენს გარშემო, ვისაც რომ შია.

- მე ერთი ლუკმაც არა მაქვს, რომ ერთჯერ დავპურდე,
თაგვს ჩემზე მეტი სოროში აქვს ხორბალი,შვრია,
თუ სიცოცხლეში აღარავის აღარ ვახსოვარ,
სასაფლაოზე ერთ სუფრასაც ნუ გამიშლიან.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →