შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

თუთა

თუთა

ო, როგორ მიყვარს შავი თუთით მოსვრილი პირი,
ჩემი კი არა, შენი არა, აი იმისი,
ეს ყველაფერი დაბრალდება შემდეგ შავ თუთას,
მიყვარს ტუჩები მოთხუპნული, შენ და ივნისი.

ო ,როგორ მიყვარს თუთის ხეს რომ მაღლა შესცქერი,
დაარხიოსო,ამოვარდიო , ამბობ ქარო,
ტუჩებს მოგისვრი შავი თუთით, ბაღის ბავშვივით,
მე ჩემი ხელით მოგიწყვიტავ იმ ხიდან ქალო.

ო ,როგორ მიყვარს თუთისფერი შენი ტუჩები,
თეთრით კი არა შავი თუთით მოსვრილი პირი,
ის ლურჯი ზღვა ხარ, შენს ტალღებს რომ გავეთამაშო,
იქნებ დამახრჩო მაგ ტალღებში არ ჩანს ნაპირი.

სხვამ აგიტაცოს ,ფრთები უნდა ჰქონდეს არწივის,
მე ნახტომი მაქვს ჯიხვების და თეთრი ირმისი,
ო ,როგორ მიყვარს შავი თუთით მოსვრილი პირი,
ჩემი კი არა, შენი არა, აი იმისი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →