შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

დაბერებულა მგელი ბოხია

დაბერებულა მგელი ბოხია

დაბერებულა მგელი ბოხია,
კბილს ვეღარ გაჰკრავს ცხვრისა ფარასო,
ბომბორა ცოტა თვალს მოატყუებს,
მეცხვარე ნაბადს დაიფარავსო.

ალვის ხე წელში როგორ მოხრილა,
ვეღარ გაიგებ შრიალს იმისო,
კავკასიონს რომ გადაუქროდა,
ბღავილი ისმის ეხლა ირმისო,

დაბერებულა თეთრი არწივიც,
ადრინდებულად ფრთებს ვეღარ შლისო,
ადამიანი რომ მოხუცდება,
ჭიშკარს გაჰყურებს და უცდის შვილსო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →