შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ქალის გუმანით ხვდები მიყვარხა

ქალის გუმანით ხვდები მიყვარხარ

ქალის გუმანით ხვდები მიყვარხარ,
მომესალმები, თვალებს მაშორებ,
მოგიახლოვდე თითქოს შორსა ხარ,
ერთი ნაბიჯიც კი არ მაშორებს.

ფრთხილობ ,არ მივხვდე შენს ქალურ ზრახვებს,
მიჰყვები გულის ფიქრსა და კარნახს,
მე ისე ვცდილობ, როგორც მეთევზე,
შიშველი ხელით დავიჭერ კალმახს.

სიმართლე გითხრა, ფიქრმა დამღალა,
მაგრამ ეს ფიქრი ჩემი ხვედრია
იცი? მიყვარხარ, ეს სიყვარული,
არც ისე ძნელი მისახვედრია.

ტუჩის კუთხეში ჩუმი ღიმილი,
დაბნეულობით ტუჩების კვნეტა,
შენს სათქმელს არც ეს ზღვა მე არ მეტყვის,
შენ უნდა მითხრა, რას მეტყვი ნეტავ!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →