შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მე დამიჭერენ შენი გულის ქურდობისათვის

მე დამიჭერენ შენი გულის ქურდობისათვის

მე დამიჭერენ შენი გულის ქურდობისათვის,
დანაშაული ჩავიდინე , რატომ, არ მკითხო,
გისოსებს მიღმა აღმოვჩნდები სიყვარულისთვის,
ციხის კარებთან წლები გავა არ მომაკითხო.

გამომკეტავენ როგორც აფთარს გისოსებს მიღმა,
ჩემი ცხოვრება ერთმა ჭიქა ღვინომ არია,
შემოვიპარე ერთი კოცნა ,მეკოცნა მხოლოდ,
საქმე ის არის, კოცნაც რომ არ მომიპარია.

ფიქრი ფიქრია,მაგრამ ჰოი პოეტის ფიქრში,
არავინ იცის რა აზრები აირევიან,
მე დამიჭერენ ,შენი გულის გატეხვისათვის,
შენი ცხოვრება ჩემი ყოფნით ამირევია.

მე დამიჭერენ შენი გულის ქურდობისათვის,,
სიყვარულმა რომ მთვრალი სახლში აღარ დამტია,
შენ შემიწყალებ ისე როგორც მაღალმა ღმერთმა,
ამდენ ავაზაკს შეცდომები რომ აპატია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →