შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ბოლო მერცხალი

ბოლო მერცხალი

მე დავინახე ამ გაზაფხულზე,
მერცხალი ბუდეს რომ აშენებდა,
ბუდეში, როგორც პატარა ბარტყი,
შენს გვერდზე ყოფნა დამამშვენებდა.

მე დავინახე შემოდგომაზე,
ბოლო მერცხალიც ბუდეს ტოვებდა,
მე არ მეგონა შენი დანახვა,
დიდ საფიქრებელს დამიტოვებდა.

და ალბათ ისევ იმ გაზაფხულზეც,
მოფრინდებიან ჩემი მერცხლები,
თუ არ მომხედე ,დაგიბერდები,
თეთრი მთებივით შევივერცხლები.





ბოლო მერცხალი

მე დავინახე ამ გაზაფხულზე,
მერცხალი ბუდეს რომ აშენებდა,
ბუდეში, როგორც პატარა ბარტყი,
შენს გვერდზე ყოფნა დამამშვენებდა.

მე დავინახე შემოდგომაზე,
ბოლო მერცხალიც ბუდეს ტოვებდა,
მე არ მეგონა შენი დანახვა,
დიდ საფიქრებელს დამიტოვებდა.

და ალბათ ისევ იმ გაზაფხულზეც,
მოფრინდებიან ჩემი მერცხლები,
თუ არ მომხედე ,დაგიბერდები,
თეთრი მთებივით შევივერცხლები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →