შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ფიროსმანივით ერთი ჭიქა ღვინო მეყოფა

ფიროსმანივით ერთი ჭიქა ღვინო მეყოფა



ფიროსმანივით ერთი ჭიქა ღვინო მეყოფა,
დღეს ვიქეიფოთ, თითო ჭიქა დავლიოთ ნიკალ,
თუ მომიტაცეს ზეციურმა ფიქრის რაშებმა,
პაოლოსავით ერთი ტყვიით თავსაც მოვიკლავ.

დღეს ტატოსავით მე ლექსს დავწერ მუხრანის ქალზე,
შენ კი ეს ქალი დამიხატე ამაღამ ნიკალ,
თუ შემიყვარდა სიცოცხლეში უცხო თვალები,
პაოლოსავით ერთი ტყვიით თავსაც მოვიკლავ.

მრავალჟამიერს შემოვძახებ, აგუგუნდება,
კავკასიონის ბანს მომცემენ ვეება მთები,
ნიკალა მსტუმრობს, აბა ღვინო რომ არ დავლიო,
მე ფიროსმანთან თითო ჭიქით დღეს დავითვრები.


დამალევინე , რომ დავითვრე ერთი ლამაზად,
ბევრი თუ ვერა ,თითო ჭიქა დავლიოთ ნიკალ,
თუ მომიტაცეს ზეციურმა ფიქრის რაშებმა,
პაოლოსავით ერთი ტყვიით თავსაც მოვიკლავ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →