შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

სასაფლაო

სასაფლაო


რამხელა არის, თვალს ვერ გააწვდენ,
ჩემო გიორგი , ეს სასაფლაო,
თხოვნა მექნება ,სიკვდილის შემდეგ,
მშობლების გვერდზე დამასაფლავო.

იქაც ხომ მინდა ვინმემ მომხედოს,
მხრებში გაშლილმა იქაც ვიარო,
მე რას გავიგებ , ვინ დამიტირებს,
სასაფლაოზე ჩემთვის იარონ.

ოთხი ფიცარი, ისიც უბრალო,
არმინდა მქონდეს სასახლე -მუხის,
რომელსაც ყველა ხე და მცენარე,
ეთაყვანება და თავს რომ უხრის.

არ მინდა დიდი სუფრა, ღრეობა,
ფუჭი სიტყვები ,გულის მთაფლავი,
ვისაც ვახსოვარ, სიკვდილის მერეც,
ემახსოვრება ჩემი საფლავი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →