ჩანაწერი
Laravel
დღე პურის ჭამა მომინდა თქვენთან
დღეს პურის ჭამა მომინდა თქვენთან
ვერ ვისაუბრებ დღეს მე ჩემს თავზე,
ვერც ჩემს ოჯახზე, ძმებო თავადა,
დღეს მელიქიფე ვიქნები, თქვენი,
ტარიელი კი სუფრის თამადა.
დღეს სიყვარული მომინდა თქვენთან,
მოგონებების სკივრი რომ გავხსნა,
ამირანიც რომ გვერდზე მოვისვათ,
ის ბორკილები დღეს უნდა ავხსნათ.
დღეს მოვიგონოთ ჩვენი ბიჭები,
დავრგოთ ვარდები, გავგლიჯოთ ნარი,
ისე ვიცხოვროთ წუთისოფელში,
ჩვენიც დავტოვოთ მოსაგონარი.
დღეს პურის ჭამა მომინდა თქვენთან,
ალავერდი ვარ შენთან ალიო,
ვის რას ვუშავებთ, თითო ჭიქა რომ,
დღეს სიყვარულში ერთად დავლიოთ.
ვერ ვისაუბრებ დღეს მე ჩემს თავზე,
ვერც ჩემს ოჯახზე, ძმებო თავადა,
დღეს მელიქიფე ვიქნები, თქვენი,
ტარიელი კი სუფრის თამადა.
დღეს სიყვარული მომინდა თქვენთან,
მოგონებების სკივრი რომ გავხსნა,
ამირანიც რომ გვერდზე მოვისვათ,
ის ბორკილები დღეს უნდა ავხსნათ.
დღეს მოვიგონოთ ჩვენი ბიჭები,
დავრგოთ ვარდები, გავგლიჯოთ ნარი,
ისე ვიცხოვროთ წუთისოფელში,
ჩვენიც დავტოვოთ მოსაგონარი.
დღეს პურის ჭამა მომინდა თქვენთან,
ალავერდი ვარ შენთან ალიო,
ვის რას ვუშავებთ, თითო ჭიქა რომ,
დღეს სიყვარულში ერთად დავლიოთ.
Laravel
კომენტარი
0