შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

საქართველოში ის მასწავლის დღეს ქართველობას

საქართველოში ის მასწავლის დღეს ქართველობას



საქართველოში ის მასწავლის დღეს ქართველობას,
წარმომავლობა რომ არ იცის, ვინ არის თავად,
ჩემს და მას შორის განსხვავება სწორედ ეს არის,
მე ქართველი ვარ, არ შემრცხვება, ვიტყვი თამამად.


საქართველოში ის მასწავლის დღეს ქართველობას,
წარმომავლობა რომ არ იცის თავის გენისა,
ისეთი ხალხი დღეს მასწავლის მეზღვაურობას,
რომელსაც საჭე არ სჭერია ზღვში გემისა.

საქართველოში ის მასწავლის დღეს წერა- კითხვას,
დედაენა რომ ერთხელაც არ გადაუშლია,
ისეთი კაცი მე მასწავლის ღვინის დალევას,
პურმარილი რომ ძმაკაცებშიც არ გაუშლია.

საქართველოში ის მასწავლის მშობლის სიყვარულს ,
ლუკმა-პურისთვის სამათხოვროდ სად გაუშვია...
ისეთი ხალხი დღეს მასწავლის, მე მეგობრობას,
ეჰ! მეგობარი, მეგობარი რომ ჩაუშვია.

საქართველოში ის მასწავლის ქალის სიყვარულს,
ქალზე რომელზეც, კაცს ხელი რომ აუწევია,
საქართველოში ის მასწავლის შვილის სიყვარულს,
შვილის აკვანი ერთხელაც არ დაურწევია.

საქართველოში ის მასწავლის დღეს ქართველობას,
შეეკითხები, ვერ გპასუხობს, ვინ არის თავად ,
ჩემს და მას შორის განსხვავება სწორედ ეს არის,
მე ქართველი ვარ , არ შემრცხვება, ვიტყვი თამამად.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →