შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მოკვდაო რიცა იტყვიან ჩემზეც

მოკვდაო როცა იტყვიან ჩემზეც

მოკვდაო ,როცა იტყვიან ჩემზეც,
შენამდე ჩიტი მოიტანს ამბავს,
მონაზონივით შეიმოსები,
გვერდზე მიაგდებ იმ ჩითის კაბას.

გაიყინები ტკივილისაგან,
აგიცრემლდება თვალი, გიშერის,
ჩამიხუტებდი გადაგერჩინე,
მაგრამ ვერა, შენ ვეღარ მიშველი.

დაგიჭკნებიან ის ყვავილები,
ზღვაზე იტირებს თეთრი თოლია,
დღეს ნუ ამოხვალ სასაფლაოზე,
სულ არ დამკარგო , დიდი თოვლია.

ცივ ქვაზე ზიხარ, ქვასავით ცივი,
ფიქრებში შენს გულს , ჩემ გულთან აბავ,
იტირე ,მაგრამ შავი არ გინდა,
შენ მოგიხდება ის ჩითის კაბა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →