შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ქალი ჩიორა

ქალი ჩიორა

ჩემი გული ხარ, გულს მოუსმინე,
ისე ფართხალებს, როგორც ჩიორა,
მე შენ მიყვარხარ,ჩემი სიტყვები,
ჩემს შემდეგ გულმა გაიმეორა.

ვერ ჩამორეცხა შენი სახელი,
ვერც ზღვამ, ვერც წვიმამ და ვერც იორმა,
მე შენ მიყვარხარ,ჩემი სიტყვები,
შემდეგ შენს გულმა გაიმეორა.

შენ სიცოცხლე ხარ, მზე, ქარი,წვიმა,
თოვლი,ნამქერი, ქალი ჩიორა,
ის სიყვარული, როგორ მიყვარხარ,
დღესაც ჩემს გულმა გაგიმეორა,
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →