შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ვინა თქვა, ლომებს თავს არ ესხმიან

ვინა თქვა,ლომებს თავს არ ესხმიან


ვინა თქვა, ლომებს თავს არ ესხმიან,
დაუსველდებათ სისხლით ფაფარი,
არ გაგიკვირდეთ, თავისზე სუსტთან,
ხვალე ითხოვონ თავშესაფარი.

ადამიანშიც ბევრი შეგხვდება,
ვითომ ლომია,თაგვიც არ არის,
ვალდებული ვარ ,უფალო გკითხო,
ადამიანი მაშინ სად არის?

ან რა ლომობა, ან რა თაგვობა,
ფრთხილად, არ იყოს ხვალე გვიანი,
ისე მაცხოვრე არა სახელად,
ვიყო და მერქვას ადამიანი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →